ირაკლი ალასანია: ვამაყობ, რომ ამერიკელების მხარდამხარ ვვარჯიშობთ, ვიწვრთნებით და ვიბრძვით

    თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სასწავლო ცენტრ “კრწანისში” აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელიც ამერიკის მხრიდან უკვე ათ წელზე მეტია ხორციელდება.
“ყველა სამხედრო საქართველოში, მე როგორც თავდაცვის მინისტრი, ვამაყობ იმ მეგობრებით და სტარტეგიული ურთიერთობებით და იმით, რომ თქვენ მხარდამხარ ვვარჯიშობთ, ვიწვრთნებით და ვიბრძვით. თქვენ ხართ განსაკუთრებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის და დიდი მადლობას გიხდით ყველა იმ დიდი დახმარებისთვის, რომელიც უკვე ათ წელზე მეტია თქვენი უშუალო მონაწილეობით ხორციელდება”, – აღნიშნა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები