გორში, გვერდწითელისა და ნადირაძის ქუჩების მიმდებარედ, მინიმოედანი მოეწყობა

გორში, გვერდწითელისა და ნადირაძის ქუჩების მიმდებარედ, მინიმოედანი მოეწყობა, ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

„სტადიონის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ითამაშონ როგორც ფეხბურთი, ასევე კალათბურთი.

გორის მუნიციპალტეტის მერიის ერთ – ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდების სპორტულ ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტად ჩართვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, ამ მიზნით, 2023 წელს გორის მუნიციპალიტეტში კიდევ 13 სპორტული მოედანი მოეწყობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები