ჰეიგელი: მსურდა გამეზიარებინა ქართველი ხალხისთვის, თუ რაოდენ თანამშრომლობას

     მსურდა გამეზიარებინა ჩვენი პარტნიორებისათვის, ქართველი ხალხისთვის, თუ რაოდენ ვაფასებთ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს თანამშრომლობას და პარტნიორობას, – ამის შესახებ “კრწანისის” სასწავლო ცენტრში სიტყვით გამოსვლისას ამერიკის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პარტნიორობა მთელს მსოფლიოში ხვალინდელი საფრთხეების გამკლავებისთვის.
“მნიშვნელოვანია პარტნიორობა მთელს მსოფლიოში, არა მხოლოდ იმისთვის, რომ მოვახერხოთ დღევანდელი საფრთხეების გამკლავება, არამედ იმისთვისაც, რომ მოვახერხოთ ხვალინდელი საფრთხეების გამკლავებაც, რომელიც ჯერ კიდევ უცნობია”, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
ჰეიგელმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია სამხედროებს მოსთხოვო შევიდნენ ბრძოლაში, თუ მათ არ აქვთ სათანადო აღჭურვა.
“მინდა აღვნიშნო, ის სამი ძირითადი პრიორიტეტი, რომელიც აქვს პრეზიდენტ ობამას ჩვენი ქვეყნის წინაშე და ასევე მე, როგორც თავდაცვის მდივანს მაქვს ჩვენი თავდაცვის დეპარტამენტის მიმართ. პირველი, ეს გახლავთ ხალხი. ნებისმიერი დაწესებულება და ინსტიტუტი არის იმდენად კარგი, რამდენადაც კარგად ზრუნავს იგი საკუთარ ხალხზე, მეორე ეს არის შესაძლებლობები. შეუძლებელია მოვთხოვოთ, იქნებიან ისინი ქართველი, თუ ამერიკელი სამხედროები, შევიდნენ ბრძოლაში, თუ მათ არ აქვთ სათანადო აღჭურვა და არ არიან სათანადო შესაძლებლობებით აღჭურვილები. მესამე კი, ეს არის ზრდა და გაღრმავება, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შესძლებლობების გაუმჯობესება. ვიცი, რომ ჩვენი ქართველი მეგობრებიც იზიარებენ ამ პრიორიტეტებს, იმ პრიორიტეტებს, რომლებიც უკავშირდება ხალხს, შესაძლებლობებსა და პარტნიორებს”, – აღნიშნა ამერიკის თავდაცვის მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები