ლაგოდეხელი გოგონები, საჭადრაკო ფესტივალ “ბათუმი – 2023”-ის საპრიზო ადგილების მფლობელები გახდნენ

ლაგოდეხელი გოგონები, საჭადრაკო ფესტივალ “ბათუმი – 2023″-ის საპრიზო ადგილების მფლობელები გახდნენ. ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 21-28 ივლისს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის, ბათუმის სპორტის სასახლეში, 8,10,12 და 20 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის, საჭადრაკო ფესტივალ – „ბათუმი – 2023″ -ში, ლაგოდეხელმა სპორტსმენებმა, 8 წლამდე გოგონათა და ვაჟთა შორის, I საპრიზო ადგილი – სოფია ლიმარიმ; 12 წლამდე, II ადგილი – ლიკა ბუზალაძემ; 16 წლამდე, I ადგილი – ანა ლიმარიმ და 20 წლამდე, IV ადგილი – მარია ლიმარიმ მოიპოვა.
ლაგოდეხელმა სპორტსმენებმა ასევე, მონაწილეობა მიიღეს, 1-8 აგვისტოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გამართულ საჭადრაკო ფესტივალ ,,რაჭა 2023″-ში, სადაც 12 წლამდე გოგონათა შორის, I საპრიზო ადგილი – ლიკა ბუზალაძემ; 8 წლიდან გოგონებში, I ადგილი კი – სოფია ლიმარიმ მოიპოვეს.
წარმატებულ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელს, ანდრია ლიმარის, გამარჯვება, მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ხელმძღვანელ ნიკა ბაღაშვილთან ერთად მიულოცა.
,,რაჭა 2023”-ში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 120, ხოლო “ბათუმი – 2023”-ში – 150 მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას. ტურნირს საერთაშორისო არბიტრები მსაჯობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები