ჩინეთში ტურისტული ნავის ჩაძირვის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით, ძლიერი ქარის შედეგად ოთხი ტურისტული ნავი ამობრუნდა, რასაც, სულ მცირე ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 70 კი  საავადმყოფოში გადაიყვანეს,- ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

სახელმწიფო მედია იუწყება, რომ გუიჯოუს შტატის ქალაქ ციანქსიში, მდინარეში უეცარმა ძლიერმა ქარმა ნავები გადააბრუნა, რის შედეგადაც 84 ადამიანი წყალში ჩავარდა. 83 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ჩინეთი ერთკვირიანი პირველი მაისის დღესასწაულის დასასრულს აღნიშნავდა.

სახელმწიფო მედიის ცნობით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს სხვა მსგავსი შემთხვევებიც მოხდა და უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ჩინეთის ხელისუფლებას ასევე დაევალა, ტურისტული სეზონის პიკზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების ზომები გაამკაცროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები