ნინო წილოსანი: უკვე გაშიფრულია ეს სქემა, დადასტურებულად და ფაქტებით ვიცით, როგორ მოქმედებენ ნანული ჟორჟოლიანის და მისნაირი ფონდები – ფასადური ქველმოქმედებითა და სამოქალაქო აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციები
,,ქართული ოცნების” წევრი ნინო წილოსანი, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„როცა მიკრო მასშტაბით ჩვენს რეალობაზე ვსაუბრობთ, ზუსტად იგივე თემებზე, აღშფოთებული აგენტურის ტალღა გვირტყამს, მაგრამ როცა გლობალურად, უკვე გაშიფრულია ეს სქემა, დადასტურებულად და ფაქტებით ვიცით როგორ მოქმედებენ ნანული ჟორჟოლიანის და მისნაირი ფონდები – ფასადური ქველმოქმედებითა და სამოქალაქო აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციები.
Elon Musk – „არასამთავრობო ორგანიზაციების თაღლითობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჰქონდეთ ქველმოქმედებითი მიზანი. მაგალითად, „გადავარჩინოთ ობლები“, შემდეგ კი ისინი ფულს ჯიბეში ჩაიდებენ და რეალურად არცერთ ობოლს არ ეხმარებიან”, – წერს წილოსანი.