ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, მძლეოსანი გოგონები, „სასკოლო ოლიმპიადა 2023″-ის ჩემპიონები გახდნენ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლის, მძლეოსანი გოგონები, ანაკლიაში გამართულ, „სასკოლო ოლიმპიადა 2023″-ის ჩემპიონები გახდნენ.
გამარჯვებულ სპორტსმენებს, წარმატება, მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
„სასკოლო ოლიმპიადა 2023″-ის ჩემპიონები, პირველად ლაგოდეხის ისტორიაში, ლაგოდეხელი გოგონები გახდნენ. მინდა ეს სიხარული, ბავშვებთან ერთად, მივულოცო მშობლებს, მწვრთნელს, ვლადიმერ ონიანს და ბაისუბნის საჯარო სკოლას”, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.
სასკოლო სპორტულმა ოლიმპიადამ, გასულ წელს, აიღო სტარტი. საქართველოს ჩემპიონი სკოლის გამოსავლენად მასში, 1600 სკოლის, 70 000 – მდე მოსწავლე, სპორტის 7 სახეობაში იღებდა მონაწილეობას. ღონისძიება, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით იმართება.