ლაგოდეხში, მერის ინიციატივით, ახალგაზრდებთან საინფორმაციო და გასართობი შეხვედრა გაიმართა
ლაგოდეხში, მერის ინიციატივით, ახალგაზრდებთან საინფორმაციო და გასართობი შეხვედრები, ტრადიციად დამკვიდრდა და წელს, უკვე მესამედ გაიმართა. ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.
ჯონდო მდივნიშვილი, პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მერიის სტიპენდიანტებსა და იმ აბიტურიენტებს შეხვდა, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
საინფორმაციო შეხვედრა, დისკუსიის წარიმართა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მერიის სტიპენდიანტებთან ერთად მომავალ პირველკურსელებს, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და წარმატება უსურვეს.
ღონისძიებაზე, მუნიციპალიტეტის მერმა, აბიტურიენტებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება მიულოცა და მუნიციპალიტეტის მერიის, წამახალისებელი პროექტები გააცნო.
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლას შარშან – 168, ხოლო წელს – 212 ლაგოდეხელი აბიტურიენტი განაგრძობს. გასულ წელს, 32-მა წარჩინებულმა სტუდენტმა, მერიის პროგრამის ფარგლებში, ერთჯერადად 1000 ლარი უკვე მიიღო. მაქვს მოლოდინი, წელს, ეს რიცხვი გაიზრდება. თითოეულ თქვენგანს გილოცავთ წარმატებას! გისურვებთ წინსვლას და განვითარებას. იყავით მუდამ მოტივირებულნი და წარმატებულნი,”- განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.
შეგახსენებთ, მერიის ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში, ყველა ლაგოდეხელი აბიტურიენტი, რომელიც სწავლას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განაგრძობს, დაჯილდოვდება. ასევე, მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ წახალისებას, ლაგოდეხში რეგისტრირებული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში და მათი შეფასება შემოდგომა/გაზაფხულის სემესტრში, თითოეულ საგანში.