ჩაკ ჰეიგელი: მივესალმებით საქართველოს მიერ გამოჩენილ თავშეკავებას რუსეთის ქმედებებთან მიმართებაში

   მივესალმებით საქართველოს მიერ გამოჩენილ თავშეკავებას რუსეთის ქმედებებთან მიმართებაში, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ურთიერთობის გაღრმავება ნატო-სა და საქართველოს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც პრეზიდენტ პუტინის მხრიდან ვხედავთ საშიშ ნაბიჯებს.
“მივესალმებით საქართველოს მიერ გამოჩენილ თავშეკავებას. რუსეთის ქმედებები ხანგრძლივ პერსპექტივაში წარმოადგენს საფრთხეს, რასაც ამერიკა და მისი პარტნიორები სერიოზულად მიიჩნევენ”, – განაცხადა ჩაკ ჰეიგელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები