ჩაკ ჰეიგელი: საქართველომ მზარდი შესაძლებლობების მქონე პარტნიორის სტატუსი მიიღო

   ამერიკის შეერტებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი საქართველოს მხრიდან ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების შეძენას აუცილებელ ნაბიჯად მიიჩნევს , – ამის შესახებ ჰეიგელმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თმით, საქართველო არის ერთ-ერთი სახელმწიფო, რომელმაცმზარდი შესაძლებლობების მქონე პარტნიორის სტატუსი მიიღო.
“მე და მინისტრმა განვიხილეთ ის პაკეტი, რომელიც ნატო-ს მიერ იქნა გამოყოფილი საქართველოსთვის უელსის სამიტზე. ეს პაკეტი გულისხმობს თავდაცვის სფეროში გაზრდილი შესაძლებლობების განვითარებს საქართველოში, ასევე კავშირების გამყარებას და შეთავსებადობის ზრდას. საქართველო არის ერთ-ერთი იმ ხუთი სახელმწიფოდან, რომელმაც მიიღო მზარდი შესაძლებლობების მქონე პარტნიორის სტატუსი. პაკეტის მიღება ნატო-ს სამიტზე იყო პრიორიტეტი ამერიკისთვის. ამერიკა შეეცდება შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი ამ ძალისხმევაში. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას საქართველოსთან. მე და მინისტრმა განვიხილეთ ის აუცილებელი ნაბიჯები საქართველოსთვის, რომ შეიძინონ ამერიკული სამხედრო ვერტმფრენები”, – განაცხადა ჰეიგელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები