“ნატოს სამიტის შემდეგ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო“
ნატოს სამიტის შემდეგ საქართველოსთვის დაიწყო მნიშვნელოვანი ეტაპი, რათა გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ,ჩაკ ჰეიგელმა თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“დიდი მადლობა თქვენი წვლილისთვის, ჩვენი პარტნიორობის წინაშე და მეგობრობისთვის, რომელიც ამერიკასა და საქართველოს შორის არსებობს. მინდა, მადლობა ვუთხრა ქართველ ხალხს მუდამ თბილი დახვედრისთვის. როდესაც სენატში ვმუშაობდი, მქონდა შესაძლებლობა საქართველოში რამდენჯერმე ჩამოსვლის. ყოველთვის ვაფასებდი მასპინძლობას და იმ სითბოს, რომელსაც ვგრძნობდი. ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო ინტერესი. განსაკუთრებით ვაფასებ თბილისში ჩამოსვლას უშუალოდ ნატო-ს სამიტის შემდეგ, სადაც მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო, რათა გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში”, – განაცხადა ჩაკ ჰეიგელმა.