ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს კატერი დაეჯახა
ბათუმში, ახალგაზრდა მამაკაცს კატერი დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ზღვაში სერფინგის დაფით იყო შესული.
დაშავებული მძიმე ტრავმებით კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.