ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ტაკერ კარლსონმა იმ მამაკაცთან ჩაწერა ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს, რომ 1999 წელს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, ბარაკ ობამასთან სექსი ჰქონდა.
„ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ 1999 წელს ბარაკ ობამასთან ჰქონდა სექსი, თავის ისტორიას ჰყვება“, – დაწერა კარლსონმა X-ზე (Twitter).
ინტერვიუს სრული ვერსია საღამოს გავა.
Daily Mail-ის ცნობით, მამაკაცს ლარი სინკლერი ჰქვია. გამოცემის ინფორმაციით, მან პირველად გააჟღერა თავისი განცხადებები 2008 წლის აშშ-ის არჩევნების დროს, მათ შორის, პრესკონფერენციაზე, რომელიც დასრულდა მისი დაპატიმრებით ქურდობის ბრალდებით, მაგრამ კაცს ბრალდების მტკიცებულება არასდროს წარუდგენია.
Daily Mail-ი წერს, რომ სინკლერს დიდი კრიმინალური წარსული აქვს, მათ შორის, ნასამართლევია გაყალბების, თაღლითობისა და ქურდობისთვის. ის სასჯელს არიზონას, ფლორიდასა და კოლორადოს ციხეებში იხდიდა.