ვლადიმერ ბოჟაძე: მთელმა მსოფლიომ და ევროპამ კიდევ ერთხელ დაინახა, სად დგას ქართველი ხალხი

„დღევანდელ დღეს მთელმა მსოფლიომ და ევროპამ კიდევ ერთხელ დაინახა, სად დგას ქართველი ხალხი, რა არის ჩვენი ტრადიციები, რისთვის ვიბრძვით,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

„ერთდროულად 10 ქალაქში დაიწყო მსვლელობები. მნიშვნელოვანია, რომ დღეს არა მხოლოდ ქართველებმა და ქრისტიანებმა მივიღეთ მონაწილეობა, არამედ სხვა ეთნოსის, სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც იყვნენ. რეგიონებშიც ხალხმრავალი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრადიციული ღირებულებები ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ოჯახი არის ის, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თავად უფალმა გვიბოძა“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები