”ოჯახის სიწმინდის დღეს ჩემს ოჯახზე თავდასხმის მცდელობა ჰქონდათ და მცირეწლოვანი ბავშვები დამისტრესეს” – მარიამ ლაშხი

”ოჯახის სიწმინდის დღეს ჩემს ოჯახზე თავდასხმის მცდელობა ჰქონდათ და მცირეწლოვანი ბავშვები დამისტრესეს”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა განუცხადა.

„როდესაც ბავშვები ჭამდნენ, თავს დაგვესხნენ შეძახილებით, შეურაცხყოფებით. პირველ რიგში ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაა. მათ პასუხი მოეთხოვებათ და იმედი მაქვს, რომ ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ასევე მინდა მივმართო იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს, რომლებიც მსგავსი ტიპის რადიკალიზმს აღვივებენ, მათაც აიღონ პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები