მოსკოვის ოლქში სამი დრონი ჩამოაგდეს, მათგან ერთი – პუტინის რეზიდენციასთან ახლოს(ვიდეო)

მოსკოვის ოლქში, ისტრას რაიონში დრონის ჩამოგდების შედეგად, დამხმარე შენობას ხანძარი გაუჩნდა, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდრებულია. მომხდარის შედეგად დაშავებულები არ არიან.

ამის შესახებ ოლქის ხელმძღვანელმა, ტატიანა ვიტუშევამ თქვა.

მანამდე, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადეს, რომ ღამით მოსკოვისკენ მიმავალი სამი დრონი ჩამოაგდეს – პოდმოსკოვიეში, კალუგასა და ტვერის ოლქებში.

ტვერის ოლქის გუბერნატორმა, იგორ რუდენიამ განაცხადა, რომ დაშავებულები არც კონაკოვსკის რაიონში არიან, სადაც დრონია ჩამოგდებული.

სობიანინმა ასევე თქვა, რომ დრონი განადგურდა ზავიდოვოში – ეს არის კონაკოვოს რაიონი, იქვე მდებარეობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი რეზიდენცია.

დრონების იერიშის დროს, ტრადიციულად, ხუთი ავიარეისი სათადარიგო აეროდრომებზე დასვეს. ჯამურად, თითქმის 50 რეისი შეაყოვნეს, თუმცა, ამ დროისთვის აეროპორტები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები