მკვლელობა კახეთში – 89 წლის კაცმა 35 წლის მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა. ბექა ჯანიაშვილი, რომელიც მეხანძრე-მაშველად მუშაობდა, ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სიტყვიერი შელაპარაკება. მათივე თქმით, პრობლემა მეზობლებს შორის ბოლო რამდენიმე თვეა, გამწვავდა. სავარაუდო დამნაშავე, ხანდაზმული მამაკაცი, დაკავებულია. მიმდინარეობს ძიება.