ვაკე-საბურთალოს გზაზე ძლიერი წვიმის შედეგად კლდის ნაშალი ჩამოინგრა

    თბილისში, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებლ გზაზე ძლიერი წვიმის შედეგად კლდის ნაშალი ჩამოინგრა. როგორც “კვირას“ თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მასის ჩამონგრევამ აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეაფერხა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. მათივე ინფორმაციით, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გზის მონაკვეთი გაწმინდეს და ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია, თუმცა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები კვლავ ადგილზე რჩებიან, რათა მომხდარის გამეორების შემთხვევაში ოპერატიულად   შეძლონ რეაგირება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები