“ნატოს წვრთნებში საქართველოს მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის დაცულობას უზრუნველყოფს“

    საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ნატოს წვრთნებში საქართველოს მონაწილეობა ალიანსთან საქართველოს სამხედრო თანამშრომლობას კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აწევს. ამის შესახებ პრეზიდენტმა “მოამბისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.ამით მარგველაშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.
“ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება უკვე გულისხმობს ერთობლივი წვრთნების ჩატარებას და ასევე, ჩვენს ჩართულობას ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში. შესაბამისად, ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აწევს ალიანსთან ჩვენს სამხედრო თანამშრომლობას და კიდევ უფრო უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის დაცულობას“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ საქართველოსა და იორდანიაში ნატოს წვრთნები ჩატარდება. მისვე თქმით, ეს პირველი ნაბიჯია იმ გრძელ გზაზე, რითიც პარტნიორ ქვეყნებს დახმარება გაეწევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები