“ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ მაპი არასდროს იქნება საჭირო“

    საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იმ საშუალებების განვითარებით, რომელიც საქართველომ უელსის სამიტის ფარგლებში მიიღო, რეალურად ქვეყანა იმ დონეს მიაღწევს, რომელსაც ქვეყნები მაპის საშუალებით აღწევდნენ. თუმცა პრეზიდენტის თქმით, ეს არ იძლევა გადაჭრით იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველოს მაპი აღარ დასჭირდება.
“მე არ მინდა მოვატყუო საზოგადოება და ვთქვა, რომ ეს პაკეტი ნიშნავს, იმას რომ ჩვენ მაპი არ დაგვჭირდება _ შესაძლოა, ჩვენ არ დაგვჭირდეს, თუმცა დღევანდელ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ მაპი არასდროს იქნება საჭირო. შეიძლება ასეც იყოს, შეიძლება მაპი დარჩეს, როგორც მოთხოვნა. ასეც რომ დარჩეს, ფაქტობრივად, ჩვენ უკვე გვექნება მთელი შინაარსობრივი ნაწილი ამ მექანიზმით გავლილი.
მე მინდა აუდიტორიას ავუხსნა, რომ მაპი თავისი შინაარსით არის წევრობისკენ მომზადების პროცესი, ამ პროცესს ჩვენ ძალიან აქტიურად გავდივართ იმ მექანიზმებით, რაც მივიღეთ, მაგრამ ჯერჯერობით ეს ფორმალური მოთხოვნა არსებობს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა “მოამბესთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები