რიკოთის უღელტეხილზე საამქროში მუშაობისას ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპული მუშა ჩინეთის, ხოლო დაშავებული – საქართველოს მოქალაქეა, რომელიც მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ცნობილია, შემთხვევა სურამი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე, საამქროს ტერიტორიაზე მოხდა, სადაც მუშები მშენებლობისთვის საჭირო კონსტრუქციებს ამზადებდნენ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.