„საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების მოწოდებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს“

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის ინფორმაციით, საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების მოწოდებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს და ეს საკითხი მოკავშირეებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გადაწყდება.
“საქართველოსთვის შეიარაღების თავდაცვითი საშუალებების მოწოდებაზე იყო ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი განცხადებები. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ორმხრივ ფორმატში ამ ტიპის სამუშაო მიმდინარეობს. უშუალოდ თვითონ ორგანიზაციას, როგორც ასეთს, ნატოს თავდაცვითი საშუალებები არ გააჩნია. ბუნებრივია, ეს საკითხი გადაწყდება ორმხრივ თანამშრომლობაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან”, – აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.
ნატოს სამიტზე, რომელიც უელსში გაიმართა, საქართველომ თანამშრომლობის ახალი პაკეტი მიიღო, რომელიც ქვეყანას ალიანსის წევრობისთვის მოამზადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები