გიორგი მარგველაშვილმა ბულგარელი კოლეგა საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტი ბულგარელ კოლეგას როსენ პლევნელიევს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლიდერებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს. შავი ზღვის აუზის რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს და იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც ამ ქვეყნებში ერთობლივად ხორციელდება. საუბრისას ყურადღება გაამახვილეს ნატოს სამიტის მნიშვნელობაზე, უკრაინაში შექმნილი კრიზისის ფონზე. გიორგი მარგველაშვილმა როსენ პლევნელიევს მადლობა გადაუხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. ქვეყნის პირველმა პირმა ბულგარელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები