„საკმაოდ უცნაური და გაუგებარია“ – დანილოვი ნატოს მაღალჩინოსნის განცხადებაზე

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა ნატოს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებას, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობაზე ისაუბრა, „უცნაური შემოგდება“ უწოდა.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, არცერთ ქვეყანას არ გამოუცდია ასეთი სიტუაცია. რა თქმა უნდა, შეიძლება რჩევების მიცემა. დღეს კიდევ ერთმა მოღვაწემ გააკეთა განცხადება ჩვენს მიწებთან დაკავშირებით. ჩემთვის საკმაოდ უცნაური განცხადებაა. ვგულისხმობ ნატოს ერთ-ერთი კლერკის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ ჩვენი ტერიტორიების დათმობის საკითხი უნდა განვიხილოთ. ასეთი უცნაური შემოგდება. სრულიად გაუგებარია რატომ ეს გაკეთდა“, – აღნიშნა დანილოვმა.

ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის შტაბის უფროსმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ნატოს წევრი რუსეთისადმი ტერიტორიული დათმობების შემთხვევაში, მაგრამ ამის შესახებ გადაწყვეტილება კიევის მიერ უნდა იქნეს მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები