Reuters: აშშ გაერო-ს მიმართავს და თეთრ სახლში ვიზიტამდე, სირიის პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას ითხოვს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წარუდგინა რეზოლუციის პროექტი, რომელიც სირიის პრეზიდენტის აჰმედ ალ-შარაას წინააღმდეგ არსებული სანქციებს მოხსნას ითვალისწინებს, სანამ იგი ორშაბათს, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაცია “როიტერმა” გაავრცელა.
წყაროს ცნობით, რეზოლუციის პროექტი, რომელიც სამშაბათს მედიამ ნახა, ასევე ითვალისწინებს სანქციების მოხსნას სირიის შინაგან საქმეთა მინისტრ ანას ხატაბზე.
ჯერ არ არის ცნობილი, როდის შეიძლება მისი კენჭისყრაზე წარდგენა. რეზოლუციის მისაღებად საჭიროა, სულ მცირე, ცხრა ხმა, ასევე რუსეთის, ჩინეთის, აშშ-ის, საფრანგეთის ან დიდი ბრიტანეთის ვეტოს არარსებობა.
ვაშინგტონი თვეების განმავლობაში მოუწოდებდა 15 წევრისგან შემდგარ უშიშროების საბჭოს, შეემსუბუქებინა სირიის წინააღმდეგ სანქციები.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტი წელს შარას გამონაკლისის სახით მოგზაურობის ნებართვებს რეგულარულად აძლევდა, ასე რომ, თუკი აშშ-ის მიერ მომზადებული რეზოლუცია ორშაბათამდე ვერ დამტკიცდა, სირიის პრეზიდენტს, სავარაუდოდ, მაინც შეეძლება თეთრ სახლში ვიზიტი.