ირაკლი კობახიძე – ვიწრო თუ ფართო გაგებით, მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, არის კორუფცია და სერიოზული უკუსვლაა კორუფციის დემოკრატიის, პრინციპების პატივისცემის, ფასეულობების კუთხით, ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, ეს არის ჩვენი სურვილი და მოწოდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ
ვიწრო თუ ფართო გაგებით, მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, არის კორუფცია და სერიოზული უკუსვლაა ამ მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპის პარლამენტში გერმანიის გავლენიანი ცენტრისტულ-მემარჯვენე დელეგაციის ხელმძღვანელის, ანგელიკა ნიბლერის წინააღმდეგ ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივად გამოყენების ბრალდებით გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს შანხაიში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კორუფციის დემოკრატიის, პრინციპების პატივისცემის, ფასეულობების მიმართულებით არსებობს სერიოზული უკუსვლა და ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს.
„ეს მიანიშნებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში. ეს ყველაფერი არის ჯამში, კორუფცია. ვიწრო თუ ფართო გაგებით, მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, არის კორუფცია და სერიოზული უკუსვლაა ამ მიმართულებით – კორუფციის დემოკრატიის, პრინციპების პატივისცემის, ფასეულობების კუთხით. ყველა მიმართულებით ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას და ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. ეს არის ჩვენი სურვილი და მოწოდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ”, – განაცხადა პრემიერმა.