გურამ მაჭარაშვილი: როგორი განსხვავებული პოლიტიკური პოზიციაც არ უნდა გქონდეს ადამიანს, როგორ შეიძლება ემაარ ჯგუფის 6.5 მილიარდიანი ინვესტიცია სწორ გადაწყვეტილებად არ მიგაჩნდეს

პარტია „ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ემაარ ჯგუფის 6.5 მილიარდიან ინვესტიციას და რადიკალების მიერ აგორებულ ცრუ ნარატივს მედიასთან ეხმიანება.

„არსებობს ვალდებულება, რომ თუ ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, რაიმე იქნება შესაძენი (და რა თქმა უნდა, იქნება), საჭიროებების შესყიდვა უნდა მოხდეს ქართულ ბაზარზე, რაც ნიშნავს, რომ ქართული ეკონომიკა ერთი ორად ამუშავდება და ესეც ძალიან პოზიტიური მოვლენაა”- განაცხადა დეპუტატმა. მისი თქმით, საჭიროა კონკრეტულმა უწყებებმა საზოგადოების ინფორმირებულობა უზრუნველყონ და მიაწოდონ მეტი ინფორმაცია ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით.

“გეთანხმებით, რომ ემაარ ჯგუფის ინვესტიციებთან დაკავშირებით საჭიროა საკითხის პოპულარიზაცია და საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციაა მისაწოდებელი. იმედი მაქვს, რომ შესაბამისი უწყებები, რომელთაც მეტი და უფრო დეტალური ინფორმაცია აქვთ, უზრუნველყოფენ საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებას. ეს [ინვესტიცია] არის დადებითი ფაქტი. ბუნებრივია, ამხელა ინვესტიცია – 6.5 მლრდ დოლარი არ არის მცირე თანხა, მითუმეტეს ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ჩავთვალოთ, რომ 2-3 წლის განმავლობაში ეს იქნება ძალიან პოზიტიური ნაბიჯი ქართულ ეკონომიკაში. როგორც ვიცით, არსებობს ვალდებულება, რომ თუ ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, რაიმე იქნება შესაძენი (და რა თქმა უნდა, იქნება), საჭიროებების შესყიდვა უნდა მოხდეს ქართულ ბაზარზე, რაც ნიშნავს, რომ ქართული ეკონომიკა ერთი ორად ამუშავდება და ესეც ძალიან პოზიტიური მოვლენაა. როგორი განსხვავებული პოლიტიკური პოზიციაც არ უნდა გქონდეს ადამიანს, როგორ შეიძლება ასეთი საკითხი სწორ გადაწყვეტილებად არ მიგაჩნდეს. რადიკალები ცდილობენ ქართულ საზოგადოებას სულ სხვა მიმართულება მისცენ და ამ სხვა მიმართულებისკენ წაიყვანონ. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, მეტი დეტალიზაცია იქნება საჭირო ამ საკითხებთან დაკავშირებით ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული კუთხით და დარწმუნებული ვარ, ამას გააკეთებენ შესაბამისი უწყებები. საზოგადოებას ეცოდინება რა შედეგები მოჰყვება ამ პოზიტიურ ინვესტიციას საქართველოს ეკონომიკაში,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები