რუსთავში რესტორანს ცეცხლი გაუჩნდა

რუსთავში რესტორან „კიკაბიძის“ ხის ოდაში ხანძარი გაჩნდა. როგორც „კვირას“ რუსთავის სამაშველო სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე ოთხი ბრიგადა გავიდა. მათივე ცნობით, ხანძრის გაჩენის დროს აღნიშნულ ადგილზე ხალხი იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები