ნატოს სამიტის ფარგლებში ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან შეხვედრა გაიმართა

უელსში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან დერეკ შოლესთან შეხვედრა გამართა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საუბრის მთავარი თემა საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის დაგეგმილი ვიზიტი იყო. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩაკ ჰეგელის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას.
მხარეები ვიზიტის დროს განსახილველ საკითხებზეც შეთანხმდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ნატოს სამიტის შედეგები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობა განიხილეს, რომელსაც საქართველო სამიტზე მიიღებს. მიხეილ დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა პაკეტით გათვალისწინებული ზომების განხორციელებაში აშშ-ის მხარის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. მხარეები რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს, აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებსაც შეეხნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები