ლალი აფციაური: პატიმრების ძალიან დიდი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ „დავერბოვკებულია“
პატიმრების ძალიან დიდი ნაწილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ „დავერბოვკებული“, – ამის შესახებ ადვოკატი ლალი აფციაური გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს. ადვოკატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიზანმიმართულად ურევს სიტუაციას და სურთ, ხალხი ხელისუფლებას აუჯანყონ. „ეს არის სამწუხარო რეალობა, რომ პატიმრების ძალიან დიდი ნაწილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ „დავერბოვკებული“. ზუსტად ვიცი მე ეს თემა, სიები მაქვს ჩემი თვალით ნანახი, ძალიან დიდი ნაწილი პატიმრების, სამწუხაროდ, ზოგი იძულების წესით, ზოგი ნებაყოფლობით, სათათბურე პირობების გამო, ციხეში ყოფნის პერიოდში გაურიგდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ზოგს დღეს შანტაჟის გზით იყენებენ, აშანტაჟებენ და ეუბნებიან, რომ თუ არ დაყვებიან მათ ნებას, გამოამჟღავნებენ ამ ხელწერილებს, მათთან თანამშრომლობის ფაქტებს და ზოგს შანტაჟით და ზოგსაც ნებაყოფლობით ათასგვარ სიბინძურეს აკეთებინებენ.
„ნაცმოძარობამ“ ნახევარი საქართველო აგენტებად და გამყიდველებად აქცია. იმას, რომ „ნაციონალები“ მიზანმიმართულად ურევენ სიტუაციას, ამის ფაქტები ვიცი. სწორედ რომ ეგ უნდათ, ხალხი აუჯანყონ ხელისუფლებას. თანაც თავიანთი წარსული „გააპრაონ“ იმით, რომ აი, ჩვენ რომ გვქონდა, მკაცრი კონტროლი და ეს და ის, ცდილობდნენ რამდენიმე კურდღელი ერთად დაიჭირონ. ესენი ხომ კარგად გამობრძმედილი ნაძირალები არიან. 9-წლიანი პრაქტიკა მათ უკვე იმხელა აქვთ ამ ნაძირლობის მიღებული, რომ ყველა კარგ სიტყვასაც კი, რასაც ახალი ხელისუფლება აკეთებს, სათავისოდ იწერენ. სათავისოდ მიჰყავთ ყველაფერი. კარგად აპრობირებული მეთოდები აქვთ მათ ყველაფერში და დიდი გამოცდილება აქვთ ნაძირლობაში“, – აცხადებს აფციაური „ახალ თაობასთან“ საუბრისას.