შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა
შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განუცხადა. მან გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
„ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა რაჭაში. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. მაქსიმალურად მიახლოებული ვიყავი და ძალიან მძიმეა ის, რაც ადგილზე, ეპიცენტრში ვნახე. არის ძალიან დიდი სტიქია ამ რეგიონისთვის. სამწუხაროდ, უკვე 11 გარდაცვლილია ნაპოვნი, ეძებენ 25 ადამიანს“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, გარდაცვლილთა ნაწილი უკვე იდენტიფიცირებულია.