ჯუანშერ ბურჭულაძე: ვერტმფრენმა თავისი საქმე შეასრულა, ახლა ის საერთოდ არ არის საჭირო
ტრაგედიით სპეკულაცია ამორალურია, თუმცა, ჩვენს ოპოზიციას ზღვარი არ აქვს. ვერტმფრენმა თავისი საქმე შეასრულა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ადგილზე იმყოფება.
„ტრაგედიით სპეკულაცია ამორალურია, თუმცა, ჩვენს ოპოზიციას ზღვარი არ აქვს. ვერტმფრენმა თავისი საქმე შეასრულა. მაგალითად, ახლა ვერტმფრენი საერთოდ არ არის საჭირო. რა შუაშია აქ ვერტმფრენის შესყიდვა?! მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერტმფრენი შეკვეთილი გვაქვს და მის აწყობას, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება. ეს ბუნებრივია. ვერტმფრენმა თავისი სამუშაო შეასრულა და ვერტმფრენი საჭირო აღარ არის. ახლა ჩვენ შემოვლით ფრენას გავაკეთებთ, რითაც სტიქიის ადგილს დავათვალიერებთ“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულია 6 ადამიანი, 31-მდე დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ. მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.