“ცოცხლები არიან თუ მკვდრები, არ ვიცით” – ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებით, შვილს და 3 შვილიშვილს ამ დრომდე ეძებს

რაჭაში მყოფი ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებით, შვილს და 3 შვილიშვილს ამ დრომდე ეძებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ აქვს ინფორმაცია, ისინი ცოცხლები არიან თუ არა.
„ვერ ვეკონტაქტებით, არავითარი კონტაქტი არ არის. შვილს და 3 შვილიშვილს ვეძებ. 3 შვილიშვილი მყავს, ცოცხლები არიან თუ მკვდრები, არ ვიცით. დასასვენებლად იყვნენ. 2 კვირით წავიდნენ“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
შოვში, სტიქიის ზონიდან ორი ვერტმფრენის საშუალებით მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დილიდან განახლდა. ამ დროისთვის, სტიქიის ზონიდან კიდევ 80-მდე მოქალაქე გამოიყვანეს. 70 ადამიანი სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებით გუშინ გამოიყვანეს. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები