ქეთევან კოვზიაშვილი: სტიქიის ზონიდან უკვე ამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან 5 ბავშვია – მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიება (ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის, ქეთევან კოვზიაშვილის ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონიდან უკვე ამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან 5 ბავშვია.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიება.
“სტიქიის ზონიდან უკვე ამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან 5 ბავშვია – მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიება”, – წერს კოვზიაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ცოტა ხნის წინ ჩამოიშალა. სტიქიის ზონაში ვერტმფრენები უკვე ჩაფრინდნენ. ადგილზე შსს-ს დანაყოფები და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, ასევე, ხდება დამატებითი ტექნიკის მობილიზება.