კრივოი როგის დაბომბვისას დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, დაშავებულია 75 ადამიანი
რუსი ოკუპანტების მიერ კრივოი როგზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 75 ადამიანი.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერხი ლისაკი „ტელეგრამზე“ წერს.
„კრივოი როგში უკვე დაღუპულია 6 ადამიანი. ამ დროის მონაცემებით, 75 დაშავებულია, მათ შორის ექვსი ბავშვი“, – აღნიშნა ლისაკმა.
როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს, ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსული რაკეტის დარტყმის შედეგად 32 ბინა განადგურდა, 37 კი დაზიანდა.