ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ახალი მოადგილეები წარუდგინა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ იზორიამ მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ- ების უფროსებს, მერის წარმომადგენლებსა და საკრებულოს ხელმძღვანელებს ახალი მოადგილეები წარუდგინა.

ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, საფინანსო, ზედამხედველობის და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით ლაშა ჟვანია დაინიშნა, მერის მოადგილე ჯანდაცვის, სოციალურის, სპორტის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით კი თამარ ქობალია.

მერმა ისაუბრა მოადგილეების კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებაზე და აღნიშნა, რომ ისინი გუნდთან ერთად, მაქსიმალურად იზრუნებენ მოქალაქეების საჭოროებებზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებასა და მუნიციპალიტეტის განვითარებაზე.

მერმა მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის. პასუხისმგებლობისა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ჯუმბერ იზორიამ საკრებულოს თავმჯდომარესა და მოადგილეებს კიდევ ერთხელ მიულოცა გამარჯვება, გამოთქვა მზაობა მათთან მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის.

შეგახსენებთ, რომ ჩხოროწყუს საკრებულოს წევრებმა თავმჯდომარედ ჯანო პერტაია, პირველ მოადგილედ კობა ჯიქია, ხოლო მოადგილეებად – თემო სახურია და გოგა თოლორდავა აირჩიეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები