თბილისში ერთ-ერთი კორპუსიდან ძაღლის გადმოვარდნის თვითმხილველებმა პოლიცია გამოიძახეს – შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისში, წერეთლის გამზირის ერთ-ერთი კორპუსიდან ძაღლი გადმოვარდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მეზობლები ჰყვებიან, რომ ძაღლი ასაკოვანი და ბრმა იყო.

როგორც, “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას, გულისხმობს რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია.

ცნობისთვის, მანამდე მოქალაქე სოციალურ ქსელში წერდა, ,,ძაღლი გადმოაგდეს. მოკლეს …
ხმა გაიგეს მეზობლებმა (ერთ მეზობელს დაუნახია )… ნორმალურმა
ხალხმა პოლიცია და მონიტორინგი გამოიძახა. წინიდან ფოტო არ გადავიღე, მძიმეა… დიდი თხოვნაა გადააზიარეთ … ჟურნალისტები თუ მოვლენ ხომ ძალიან კარგი! შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი Rustavi 2 • რუსთავი 2 მისამართი სადაც ეს ამბავი მოხდა: თბილისი, წერეთლის გამზირი 55, 2 კორპუსი, სადარბაზო 4.
როდემდე?”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები