6 თვის თავზე – მალათიაში მიწისძვრით დაზარალებულთათვის ახალი ქალაქის მშენებლობა მიმდინარეობს

კაჰრამანმარასში 6 თებერვალს მომხდარი გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად, რომლის დროს თითქმის 50 ათასი ადამიანი დაიღუპა, ერთ-ერთი დაზარალებული ქალაქი მალათია იყო.

ქალაქის მასშტაბით 100 000 სახლი აშენდება, წელს კი პირველ ეტაპზე 20 000-ის ექსპლუატაციაში მიღება იგეგმება.

ასაშენებელი 25 000 კერძო სახლიდან 7 000-ის სატენდერო პროცესი დასრულდა და მშენებლობა დაიწყო.

ამასთან, ქალაქში მძიმედ დაზიანდა 35 680 შენობა, მათგან 2 157 განადგურდა.

CNN Turk იტყობინება, რომ ქალაქში, ერთი მხრივ, დაზიანებული შენობების დემონტაჟი მიდის, მეორე მხრივ კი, სწრაფად აგრძელებენ შენებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები