ქარელის მუნიციპალიტეტში, კოდავარდისუბანში გზის ასფალტირება დასრულდა

ქარელის მუნიციპალიტეტში, მოხისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კოდავარდისუბანში დასრულდა შიდა ცენტრალური გზის ასფალტირების სამუშაოები. სულ დაიგო 780 გრძ. მეტრი გზის საფარი.
პროექტი განხორციელდა ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.
ასევე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა”-ის ფარგლებში კოდავარდისუბანში მოეწყო სანიაღვრე არხი, სიგრძით 70 მეტრი .ეზოში შესასვლელები გადაიხურა ლითონის ცხაურებით.
სამუშაოები შეასრულა შპს ,,ჰედეფ ჯორჯია”-მ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები