„ირანელი მშიშარა დიქტატორი ღრმა ბუნკერში ზის და განზრახ იწყებს თავდასხმებს ისრაელის საავადმყოფოებისა და საცხოვრებელი შენობების მიმართულებით” – ისრაელ კაცი

„ირანელი მშიშარა დიქტატორი ღრმა ბუნკერში ზის და განზრახ იწყებს თავდასხმებს ისრაელის საავადმყოფოებისა და საცხოვრებელი შენობების მიმართულებით“, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, – იტყობინება The Times Of Israel-ი.

„პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად,
ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალეთ ირანის სტრატეგიული ობიექტებისა და თეირანის მთავრობასთან დაკავშირებული ობიექტების წინააღმდეგ დარტყმების გაძლიერება, რათა აღმოიფხვრას ისრაელის სახელმწიფოსთვის არსებული საფრთხეები“, – აცხადებს ისრაელ კაცი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები