პორტუგალიაში, საკურორტო ქალაქთან ტყის ხანძარს ასობით მეხანძრე ებრძვის(ფოტო)

ლისაბონის დასავლეთით, კაშკაიშის მახლობლად გაჩენილ ტყის ხანძარს 600-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის.

ქრობის პროცესშია ასევე ჩართულია 189 მანქანა და თვითმფრინავები, ხოლო სასოწარკვეთილი მოსახლეობა ხანძრისგან სახლების დაცვას ვედროებითა და შლანგებით ცდილობს.

”არსებობს საფრთხე, რომ ცეცხლი სახლს მოედება. ყველანაირად ვცდილობთ დახმარებას, მაგრამ ეს უმნიშვნელოა”, – ამბობს 34 წლის ინეს ფიგეირედო, იტყობინება Sky News-ი.

​​კაშკაიშას მერმა, კარლოს კარეირასმა თქვა, ალთან ბრძოლას ხელს ძლიერი ქარი უშლის, რომლის სიჩქარე 60 კმ/სთ შეადგენს და ღამის საათებში მუშაობის შეჩერება გახდა საჭირო.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ამ დროისთვის სახლები არ დაზიანებულა და დაშავებულები არ არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები