მოსკოვში შენობებზე დრონებით იერიშია მიტანილი (ფოტო)

მოსკოვი დილიდან დრონების სამიზნე გახდა.

ერთ-ერთი დრონი ლიხაჩოვის გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრს შეეჯახა. აფეთქების შედეგად, სავარაუდოდ, არავინ დაშავებულა.

ასევე, არსებული ინფორმაციით, კიდევ ერთი დრონის ფრაგმენტებია აღმოჩენილი კომსომოლსკის გამზირზე, სადაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაა განთავსებული.

“ინტერფაქსის” ცნობით, დრონების იერიშის შედეგად, ახლოს მდებარე შენობებში მინებია ჩამსხვრეული.

ამჟამად, ორივე გამზირზე გზებია გადაკეტილი, მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარში კიევი დაადანაშაულა.

მათი თქმით, უკრაინამ ორი უპილოტო საფრენი აპარატით „მოსკოვის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე“ დარტყმა სცადა.

თუმცა, „ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი რადიოელექტრონული სისტემით ჩაახშეს და ისინი ჩამოვარდა”.

მათივე თქმით, იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები