რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით უკრაინაზე იერიში მიიტანეს, რა დროსაც გამოყენებულია რამდენიმე ტიპის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები, ასევე, ირანული წარმოების კამიკაძე-დრონები “შაჰედი”.
კერძოდ, როგორც უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, საზღვაო ბაზირების 16 ფრთოსანი რაკეტა “კალიბრი”, სავარაუდოდ, გაშვებული იყო მცირე სარაკეტო გემიდან – “ინგუშეთი” და ფრეგატიდან “ადმირალი ესენი”; ფრთოსანი 8 რაკეტა X-22 – შორი მანძილის თვითმფრინავიდან Tu-22M3-დან;
6 ფრთოსანი რაკეტა “ონიქსი” სანაპირო სარაკეტო სისტემიდან “ბასტიონიდან”, რომელიც ყირიმში მდებარეობს;
ერთი მართვადი საჰაერო რაკეტა X-59 გაშვებულია მოიერიშე სუ-35-დან;
32 დრონი გაშვებულია ჩაუდას პოლიგონიდან ყირიმში და პრიმორსკო-ახტარსკიდან (როსტოვის ოლქი).
აქედან, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 37 საჰაერო სამიზნე გაანადგურა.
კერძოდ, 13 “კალიბრი”; 1 მართვადი X-59; 23 დრონი.