ქუთაისში , “Mural Fest”-ის ფარგლებში, ქალაქის რამდენიმე შენობაზე კედლები მოიხატა

ქუთაისში , “Mural Fest”-ის ფარგლებში, ქალაქის რამდენიმე შენობაზე კედლები მოიხატა.

ქუთაისის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ასევე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორობით
“Kutaisi Mural Fest “-ის ფარგლებში, ქართველმა და უცხოელმა მხატვრებმა ორიგინალური და საინტერესო მონუმენტური ნახატები შექმნეს.

” ქუჩის ხელოვნება მთელ მსოფლიოში პოპულარულია და მას ყოველთვის ბევრი მნახველი ჰყავს.

ჩვენი სურვილი იყო, ქუთაისიც არ ჩამორჩენოდა თანამედროვე ტენდენციებს. სწორედ ამიტომ, დავუკავშირდით “Kutaisi Mural Fest “-ის დამფუძნებლებს და ერთად შევარჩიეთ როგორც მოსახატი კედლები, ასევე პანოების თემატიკა.

რამდენიმე ნახატი უკვე დასრულებულია და უცებ მოიპოვა პოპულარობა. კიდევ რამდენიმე კედლის მოხატვა გვაქვს დაგეგმილი და სხვა საინტერესო ნახატებთან ერთად , რეზო გაბრიაძის შემოქმედების თემაზე შექმნილ პანოებსაც ვიხილავთ.”- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები