“ამბობენ, რომ დედა-შვილი ქუთაისიდან იყო” – ჩაქვში, სასტუმროში, სადაც 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო, პოლიცია მუშაობს

ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“, რომლის აუზზე 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო, პოლიცია მუშაობს. ფაქტის შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი, რა მუხლით დაიწყებს უწყება მომხდარ ფაქტზე გამოძიებას.

თავად „ოაზისში“ კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბავშვი ქართველია.

“გარდაცვლილი 5 წლის ბიჭია. დედასთან ერთად ისვენებდა. როგორც ამბობენ, დიდებისთვის განკუთვნილ აუზში ბანაობდა. აუზზე სხვა დამსვენებლებიც იყვნენ, მაგრამ დახრჩობის მომენტი არავის დაუნახავს. როგორც ჰყვებიან, აზრად არ მოსვლიათ, თუ ბავშვი იხრჩობოდა. ამბობენ, რომ დედა-შვილი ქუთაისიდან იყო ჩამოსული“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები