შვეიცარიის ალპებში უკვე მეორე დღეა, ტყის ხანძარს ებრძვიან, რომელიც იტალიის საზღვართან მდებარე კანტონ ვალესში მძვინვარებს.
ამის შესახებ 20 Minuten-ს წერს.
ხანძარს 200-მდე ადამიანი და რამდენიმე ვერტმფრენი ებრძვის.
ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ხანძრის სრულად ჩაქრობას შესაძლოა, დღეები ან კვირაც დასჭირდეს.
ამ დროისთვის, ხანძარი 100 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.
ევაკუირებულია ადგილობრივები, ხოლო მათ, ვინც სახლებში დარჩა – ურჩევენ, ფანჯრები დახურონ.