პოლონეთში თვითმფრინავი Cessna ხალხით სავსე ანგარს დაეჯახა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა და 10-მდე დაშავდა.
ამის შესახებ პოლონეთის სამაშველო სამსახურში განაცხადეს.
თვითმფრინავი, რომელიც გამოიყენებოდა პარაშუტისტების ჰაერში ასაყვანად, რთულ ამინდში დაშვებისას ანგარს შეეჯახა, სადაც ადამიანები ამინდს ემალებოდნენ.
მაშველების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის პილოტიც არის.