ნატოს სამიტი დაიწყო (ფოტო)

ვილნიუსში ნატოს სამიტი დაიწყო – 31 წევრი ქვეყნის ლიდერებმა მაღალი დონის შეხვედრები დაიწყეს.

შეხვედრის დაწყებამდე, ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა და ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიესალმნენ ლიდერებს Litexpo-ს საგამოფენო ცენტრში, სადაც სამიტი მიმდინარეობს.

ლიდერები განიხილავენ ალიანსის ახალ რეგიონულ თავდაცვის გეგმებს, უკრაინის მისწრაფებებს გაწევრიანებისკენ და კიევის უსაფრთხოების გარანტიებს.

შეხვედრის დაწყების წინ ლიდერებმა ერთობლივი, ტრადიციული ფოტო გადაიღეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები