გურჯაანში მუსიკალური საღამო გაიმართა
ქალაქ გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, „მუსიკალური საღამო” გაიმართა. ინფორმაციას გურჯანიის მერია ავრცელებს.
“ღონისძიებები ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით დაიწყო.
პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები ზრუნავდნენ. ასევე, მოეწყო სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობა, სადეგუსტაციო და კვების ზონა.
მუსიკალური საღამო ყველასთვის საყვარელი “ღამის შოუს ბენდის” კონცერტით დასრულდა”,- წერია ინფორმაციაში.