არჩილ თალაკვაძე: უკრაინის გადაწყვეტილება სამართლიანი არ არის

„რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი, თანაც იმ ელჩის მიმართ, რომელიც ომის განმავლობაში ერთი დღეც არ გასულა უკრაინიდან და კიევიდან. ის რჩებოდა კიევში, მათ შორის მაშინაც, როცა კიევი იბომბებოდა”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ელჩი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ასეთ გადაწყვეტილებას არ იმსახურებდა.

“რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი, თანაც – იმ ელჩის მიმართ, რომელიც ომის განმავლობაში ერთი დღეც არ გასულა უკრაინიდან და კიევიდან. ის რჩებოდა კიევში, მათ შორის, მაშინაც, როცა კიევი იბომბებოდა. ის იყო იმ გამონაკლის დიპლომატებს შორის, საქართველო იყო გამონაკლის საელჩოებს შორის, რომელთა ევაკუაციაც არ მომხდარა და ბოლომდე რჩებოდნენ უკრაინაში უკრაინელი ხალხის გვერდით. ეს ნაბიჯი უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერას ვერ შეასუსტებს, თუმცა ცალსახად არასამართლიანი და დაუმსახურებელია. საქართველოს ელჩი ნამდვილად არ იმსახურებდა ასეთ გადაწყვეტილებას.

ოპოზიცია რომ სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს, ეს ჩანს ყველა მიმართულებით და ელჩთან დაკავშირებითაც ისინი იქნებიან გახარებული იმ გადაწყვეტილებით, რომელიც იყო მიღებული. ნამდვილი პოლიტიკოსი საქართველოს ინტერესებით უნდა იყოს და არის დაინტერესებული, დაიცვას საკუთარი ელჩის პოზიცია, მით უმეტეს მაშინ, როცა სიმართლე და ყველა არგუმენტი არის ჩვენი ელჩის მხარეს, ვინც ომის მიმდინარეობისას რჩებოდა კიევში, მათ შორის როცა კიევი იბომბებოდა. რადიკალურ ოპოზიციას რომ არ აინტერესებს ეს, ახალი ნამდვილად არ არის. იმედი მაქვს, 2024 წელს ის ელექტორატი, რომელიც ოპოზიციას უჭერდა მხარს, ამას სათანადოდ შეაფასებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა თბილისში კონსულტაციები გამართოს მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე. უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა უკრაინა დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები